ისტორია

თამ თბილავიამშენის ისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის დღეებიდან იღებს. ომისათვის გამალებული მზადებისას რუსეთის ცენტრალური ნაწილიდან მოქმედი საწარმოებისა და ქარხნების გადანაწილება დაიწყო. ევაკუაცია შეეხო . ტაგანროგის N31 საავიაციო და .სევასტოპოლის N45 ავიასარემონტო ქარხნებსაც, რომლებიც .თბილისში, მშენებარე N448 ავიაძრავთმშენებელი ქარხნის ბაზაზე დაფუძნდნენ. ამ ახალ გაერთიანებას, საბჭოთა კავშირის საავიციო მრეწველობის სახალხო კომისარიატის 1941 წლის 20 დეკემბრის N1173 ბრძანებით, „თბილისის დიმიტროვის სახელობის N31 ქარხანაეწოდა. აქედან იწყება ისტორია ამ უნიკალური ქარხნისა, რომელსაც შემდგომში, სხვადასხვა დროს შპსთბილავიამშენი“, სააქციო საზოგადოებათბილავიამშენი“, ახლა კი თამთბილავიამშენიჰქვია.

ქარხანამ თვითმფრინავების გამოშვება დაფუძნებიდან სულ ცოტა ხანში დაიწყო და უკვე 1942 წელს ქვეყნის სამხედრო ძალებს მის მიერ გამოშვებული 714 თვითმფრინავი შეემატა.

საავიაციო ქარხნის მიერ წარმოებული ერთადგილიანი ავიაგამანადგურებელი ლაგგ-3 მრისხანე იარაღი იყო საჰაერო ბრძოლებში. მთლიანობაში ფრონტმა თბილისის საავიაციო ქარხნისგან 2086 ცალი ლაგგ-3 ტიპის გამანადგურებელი მიიღო. პარალელურად, ქარხანა უშვებდა ლა-3 და იაკ-3 მოდელებსაც. ამ პერიოდში .. „ოცდამეთერთმეტეკავკასიის ფრონტისთვის მოიერიშე თვითმფრინავების ერთადერთი მიმწოდებელი იყო.

ომის შემდეგ, ქარხნის ისტორიაში რეაქტიული ავიაციის ეპოქა დაიწყო. 1946 წელს, იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად, ქარხანამ პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი, იაკ-15, გამოუშვა, რასაც იაკ-17, იაკ-23 და ორადგილიანი საწვრთნელი რეაქტიული იაკ-23 მოჰყვა.

1950-იანი წლებიდან ქარხანა მიქოიანის მიგ-15 და მიგ-17 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 1957 წელს კი ახალი თაობის ზებგერითი, ორადგილიანი საწვრთნელ-მოიერიშე თვითმფრინავის, მიგ-21-ისა და მისი მოდიფიკაციების გამოშვება დაიწყო და 1985 წლამდე 1677 გამანადგურებელი მიაწოდა საბჭოთა ავიაციას.

1978 წლიდან ქარხანა სუ-25 ტიპის (დასავლეთში ცნობილი, როგორცფროგფუტი“) მოიერიშე თვითმფრინავის წარმოებას შეუდგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 800 ერთეულზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის ექსპორტი განახორციელა. „თამ“- იყო და დღემდე რჩება სუ-25-ის ერთადერთ მწარმოებელ საწარმოდ.

ამავე პერიოდში ქარხანა ბირთვული მუხტის მატარებელ, ხომალდსაწინააღმდეგო, ზებგერით ფრთოსან რაკეტას, -10- უშვებდა. 1959-1966 წლებში ქარხანაში მზადდებოდა რადიოსამართავი ლა-17 და ლა-17 ტიპის .. მფრინავი სამიზნეებიც. ქარხანა, 90-იან წლებამდე, აგრეთვე, ჰაერი-ჰაერი ტიპის P-60 და P-73 IR საბრძოლო რაკეტებს (წელიწადში 6000 ერთეული) აწარმოებდა.

1980-იან წლებში საავიაციო ქარხანა ყოფილი საბჭოთა სივრცის პროგრამაშიბურანი“ (კოსმოსური შატლის საბჭოთა ანალოგი) მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ნაკეთობის მიწოდებას ახორციელებდა.

1990-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეცნიერული წარმატება იყოთამ“-ისა და საქართველოს კოსმოსური ნაგებობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - მოძრავი ანტენა-რეფლექტორის დაპროექტება და დამზადება - რომლის პირველი წარმატებული გამოცდა რუსულ კოსმოსურ სადგურმირზეგანხორციელდა.

1990-იანი წლებიდან კომპანია სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის წარმოებას შეუდგა - მცირე ზომის საწვავის ავზებიდან დაწყებული, ჰიდროტურბინებით დამთავრებული.

 

2010 წელს კომპანია სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა. დღესდღეობითთამ“-ის ძირითად სტრატეგიას საკუთარი გამოცდილების სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციის მიზნით გამოყენება წარმოადგენს. ქარხნის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი.


თამთბილავიამშენისისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის დღეებიდან იღებს. ომისათვის გამალებული მზადებისას რუსეთის ცენტრალური ნაწილიდან მოქმედი საწარმოებისა და ქარხნების გადანაწილება დაიწყო. ევაკუაცია შეეხო . ტაგანროგის N31 საავიაციო და .სევასტოპოლის N45 ავიასარემონტო ქარხნებსაც, რომლებიც .თბილისში, მშენებარე N448 ავიაძრავთმშენებელი ქარხნის ბაზაზე დაფუძნდნენ. ამ ახალ გაერთიანებას, საბჭოთა კავშირის საავიციო მრეწველობის სახალხო კომისარიატის 1941 წლის 20 დეკემბრის N1173 ბრძანებით, „თბილისის დიმიტროვის სახელობის N31 ქარხანაეწოდა. აქედან იწყება ისტორია ამ უნიკალური ქარხნისა, რომელსაც შემდგომში, სხვადასხვა დროს შპსთბილავიამშენი“, სააქციო საზოგადოებათბილავიამშენი“, ახლა კი თამთბილავიამშენიჰქვია.

ქარხანამ თვითმფრინავების გამოშვება დაფუძნებიდან სულ ცოტა ხანში დაიწყო და უკვე 1942 წელს ქვეყნის სამხედრო ძალებს მის მიერ გამოშვებული 714 თვითმფრინავი შეემატა.

საავიაციო ქარხნის მიერ წარმოებული ერთადგილიანი ავიაგამანადგურებელი ლაგგ-3 მრისხანე იარაღი იყო საჰაერო ბრძოლებში. მთლიანობაში ფრონტმა თბილისის საავიაციო ქარხნისგან 2086 ცალი ლაგგ-3 ტიპის გამანადგურებელი მიიღო. პარალელურად, ქარხანა უშვებდა ლა-3 და იაკ-3 მოდელებსაც. ამ პერიოდში .. „ოცდამეთერთმეტეკავკასიის ფრონტისთვის მოიერიშე თვითმფრინავების ერთადერთი მიმწოდებელი იყო.

 

ომის შემდეგ, ქარხნის ისტორიაში რეაქტიული ავიაციის ეპოქა დაიწყო. 1946 წელს, იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად, ქარხანამ პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი, იაკ-15, გამოუშვა, რასაც იაკ-17, იაკ-23 და ორადგილიანი საწვრთნელი რეაქტიული იაკ-23 მოჰყვა.

1950-იანი წლებიდან ქარხანა მიქოიანის მიგ-15 და მიგ-17 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 1957 წელს კი ახალი თაობის ზებგერითი, ორადგილიანი საწვრთნელ-მოიერიშე თვითმფრინავის, მიგ-21-ისა და მისი მოდიფიკაციების გამოშვება დაიწყო და 1985 წლამდე 1677 გამანადგურებელი მიაწოდა საბჭოთა ავიაციას.

1978 წლიდან ქარხანა სუ-25 ტიპის (დასავლეთში ცნობილი, როგორცფროგფუტი“) მოიერიშე თვითმფრინავის წარმოებას შეუდგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 800 ერთეულზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის ექსპორტი განახორციელა. „თამ“- იყო და დღემდე რჩება სუ-25-ის ერთადერთ მწარმოებელ საწარმოდ.

ამავე პერიოდში ქარხანა ბირთვული მუხტის მატარებელ, ხომალდსაწინააღმდეგო, ზებგერით ფრთოსან რაკეტას, -10- უშვებდა. 1959-1966 წლებში ქარხანაში მზადდებოდა რადიოსამართავი ლა-17 და ლა-17 ტიპის .. მფრინავი სამიზნეებიც. ქარხანა, 90-იან წლებამდე, აგრეთვე, „ჰაერი-ჰაერიტიპის P-60 და P-73 IR საბრძოლო რაკეტებს (წელიწადში 6000 ერთეული) აწარმოებდა.