ქარხანა

სს „თამ“-თბილავიამშენი (თამ) არის ერთ-ერთი წამყვანი ქართული საწარმო საავიაციო ინდუსტრიაში 70 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ 8500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავი აწარმოა და ექსპორტზე გაიტანა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

„თამ“-ს გააჩნია შესანიშნავი რეპუტაცია საავიაციო მრეწველობაში. საქონელი წარმოებულ იქნა დასავლეთის ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად რაც გამოწვეული იყო წარსულ და არსებულ პარტნიორებთან შეთანხმებისამებრ. 2001 წელს „თამ“-მა მიიღო EN ISO 9001:2000 ხარისხის სერტიფიკატი, სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებისა და მათი ნაწილების  კოსტრუირებასა და წარმოებისთვის, ასევე არასაავიაციო სამრეწველო პროდუქციის  კონსტრუირებასა და წარმოებისთვის. 2006 წელს „თამ“-მა მიიღო EN 9100:2003 ხარისხის სერტიფიკატი სამხედრო თვითმფრინავების კონსტრუიება, წარმოება და რემონტისთვის , ასევე სამოქალაქო თვითმფრინავების, და მათი ნაწილების კონსტრუირება, წარმოება და რემონტისთვის როგორც სუბკონტრაქტორი.