იაკ-52 ტიპის თვითმფრინავის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია

სს „თამ“ (თბილავიამშენი), ა. ს. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროსთან ერთად, იაკ-52 თვითმფრინავის კაპიტალურ რემონტს და მოდერნიზაციასახორციელებს. იაკ-52მ წარმოადგენს იაკ-52-ის მოდერნიზებულ ვერსიას.

იაკ-52მ თვითმფრინავი გამოიყენება მომავალი პროფესიონალი და სპორტსმენი  მფრინავების მოსამზადებლად. იაკ-52მ წარმოადგენს ორადგილიან მონოპლანს კლასიკური აეროდინამიკური კონსტრუქციით.მის ქვემო ნაწილში განლაგებულია თავისუფლად მზიდი ფრთები სამსაყრდენიანი შასით. თვითმფრინავი აღჭურვილია М-14Х(П) ტიპის ერთი ძრავით.

„თამ“-ის მიერ განხორციელებული კაპიტალური და მოდერნიზაციის სამუშაოები მოიცავს შემდეგს:

  • თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი;
  • ძრავების კაპიტალური რემონტი;
  • თვითმფრინავების მოდიფიკაცია ა. ს. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს ბიულეტენების მიხედვით;
  • თვითმფრინავების მოდერნიზაცია იაკ-52მ ვერსიით, რომელიც დაპროექტებულია ა. ს. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ;
  • ფორმულარების აღდგენა;
  • ახალი საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შემუშავება თვითმფრინავის მოდერნიზაციის ჩათვლით;
  • თვითმფრინავის კომპლექტაცია ახალი სახმელეთო უზრუნველყოფის საშუალებებით და საკონტროლო-საზომი აპარატურებით და მოწყობილობებით;
  • ზემოაღნიშნული სამუშაოების მიხედვით,იაკ-52მ თვითმფრინავისთვის ახალი რემოტთაშორისი რესურსის და საექსპლუატაციო ვადის მინიჭება.