სუ–25ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი (მოდიფიკაციები სუ-25კ, სუ–25უბ, სუ–25კმ)

„თამ“ სუ–25 ტიპის თვითმფრინავის სხვადასხვა მოდიფიკაციებს აწარმოებს: სუ-25კ, სუ–25უბ, სუ–25კმ (სკორპიონი). პირველმა სუ–25–მა (დასავლეთში ცნობილი, როგორც „ფროგფუტი“) თავისი სადებიუტო გაფრენა 1978 წელს, „თამ“–ის აეროდრომზე განახორციელა. მას შემდეგ საწარმომმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში 800 ერთეულზე მეტი თვითმფრინავის ექსპორტი განახორციელა. კომპანია არის სუ–25 ტიპის თვითმფრინავის ტექნიკური დოკუმენტაციის და ნახაზების ექსკლუზიური მფლობელი და შესაბამისად, იგი ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც მომხმარებლებს ახალ სუ–25–ებსსთავაზობს. 

 

კომპანია ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • წარმოება;
  • რეკონსტრუქცია;
  • კაპიტალური რემონტი;
  • მიმდინარე რემონტი;
  • მოდერნიზაცია;
  • ფრთების კაპიტალური რემონტი;
  • შეიარაღების კაპიტალური რემონტი;
  • კაბინის აღდგენა;
  • თვითმფრინავის ყველა ტიპის მილგაყვანილობის სისტემების კაპიტალური რემონტი;
  • ელექროსისტემების კაპიტალური რემონტი;
  • ელექტროგამანაწილებელი კოლოფების, LCD ეკრანების და რადიოელექტრონული სისტემების კაპიტალური რემონტი;
  • ყველა სისტემის და აგრეგატების გამოცდა;
  • გარემონტებული თვითმფრინავების სრული აწყობა;
  • საფრენოსნო და სახმელეთო გამოცდა და სხვა.

 

„თამ“–ი დაინტერესებულ მხარეებს, თავის პარტნიორებთან ერთად, მოდერნიზებულ სუ–25კმ–ს სთავაზობს, მოდერნიზებული რადიოელექტრონული, შეირაღების და სანავიგაციო სისტემებით, რომლებიც შეესაბამებიან  NATO–ს სტანდარტებს. დამკეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება შეთავაზებულ იქნას მოდერნიზაციის სხვადასხვა პაკეტები.