„მი“ ტიპის ვერტმფრენები (მოდიფიკაციები მი-8, მი-17, მი-24)

„თამ“–ი„მი“ ტიპის ვერტმფრენების და მისი მოდიფიკაციების კაპიტალურ რემონტს, მიმდინარე რემონტს და მოდერნიზაციასახორციელებს. სარემონტო სამუშაოები ძირითადად მოიცავს შემდეგს:

  • ვერტმფრენის და მისი სისტემების სრული დაშლა;
  • ტრანსმისიის სისტემების რემონტი;
  • ვერტმფრენისკომპონენტების და აგრეგატების რემონტი;
  • ფიუზელაჟის რემონტი და აღდგენა;
  • ახალი ტექნოლოგიებით შეღებვა;
  • ყველა აგრეგატის და მოწყობილობის რემონტისშემდგომი გამოცდა;
  • ვერტმფრენის მთავარი მზიდების, ძრავების და სხვა მნიშვნელოვანი ნაწილების რემონტი და ტექნიკური მომსახურება.

 

სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, მიმდინარეობს ვერტმფრენების გამოცდა და მათ ენიჭებათ ტექნიკური მომსახურების და ფრენის რესურსები.  

კომპანიის სამხედრო თვითმფრინავების და ვერტმფრენების ბაზრები მოიცავს დსთ–ს, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს