ტექნიკური შესაძლებლობები

„თამ“-ში არსებული საწარმოო შესაძლებლობების და მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის პირობებში,  შესაძლებელია დაპროექტდეს, შემუშავდეს და დამზადდეს სხვადასხვა კონფიგურაციისა და სირთულის საფრენი აპარატების დეტალები და  კომპონენტები.  „თამ“-ს გააჩნია:

  • მაღალკვალიფიციური მუშახელი და მაღალორგანიზებული  საწარმოო პროცესები;
  • მნიშვნელოვანი მიღწევები თვითმფრინავმშენებლობის დარგში;
  • ეფექტური ორგანიზაცია;
  • უდიდესი გამოცდილება;
  • შესაბამისი ტექნოლოგიური რესურსები და უნარ-ჩვევები.

 

„თამ“-ისსაწარმოო და სამუშაო პროცესები განაწილებულია შესაბამის ფუნქციურ საწარმოებში და სამსახურებში. ესენია: 

 

  • მეტალურგიული საწარმო;
    • ფურცლოვანი ლითონის დამამუშავებელი საწარმო;
  • ნამზადებისა და ტვიფრების საწარმო;
  • მექანიკური დამუშავების საწარმოდა სპეც. ნაკეთობების საწარმო;
  • საამწყობო-სარემონტო საწარმო;
  • გალვანური დაფარვის საწარმო;
  • საფრენ-საგამოცდო საწარმო;
  • სპეცაღჭურვილობისა და ინსტრუმენტების საწარმო;
  • საკონსტრუქტორო ბიურო;
  • კომპოზიტური მასალების დამზადების საწარმო;
  • ლაბორატორიები;
  • ხარისხის კონტროლის სამსახურები.

 

საწარმოს უნიკალური ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შესაძლებლობას იძლევა, დამზადდეს სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სირთულის სამხედრო და სამოქალაქო პროდუქცია. „თამ“-ის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი საწარმოში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშახელია. „თამ“-ის ტექნოლოგიები მოიცავს:

 

  • მექანიკური დამუშავებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარები (5-კოორდინატიანი სახარატო და საფრეზი პროგრამული ჩარხები);
  • ტიტანის კონსტრუქციების დამზადება;
  • ფოლადის, ალუმინის და რკინის შენადნობების ჩამოსხმა;
  • ფოლადის და ალუმინის შენადნობების ჭედვა;
  • ალუმინის შენადნობების შტამპვა;
  • დეტალების ცივი გამოტვიფვრა;
  • სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების მოქლონვა;
  • ფოლადის, უჟანგავი ფოლადის, სპილენძის და ალუმინის შენადნობების სხვადასხვა ტიპის შედუღება;
  • სხვადასხვა დეტალის შეწებება;
  • რეზინის და პლასტიკური დეტალების დამზადება სხვადასხვა მეთოდით;
  • კომპოზიტური მასალების დამზადება: სველი მეთოდით დაწებება-გამაგრება, ნახშირბადიანი პრეპრეგით გამაგრება, ვაკუუმური მეთოდით ფორმირება, საშრობი კამერა;
  • დეტალების დამზადება მინაქსოვილიდან;
  • ალუმინის შენადნობების, სტრუქტურული და კოროზიამედეგი შენადნობების, ქიმიური და ქიმიურ-თერმული პროცესების  თერმული დამუშავება;
  • ყველა ტიპის ზედაპირული დაფარვა;
  • არამღვრევი ტიპის კონტროლი;
  • თვითმფრინავის საბოლოო აწყობა.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაცია ხორციელდება მაღალკვალიფიციური მუშახელისა და ინჟინრების მიერ. დღესდღეობით საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული.

 

„თამ“-ში არსებობს ძლიერი საკონსტრუქტორო-საინჟინრო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო  არსებული პროდუქციის მოდერნიზაციას და ტექნიკურ მხარდაჭერას, არამედ მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქციის შექმნასა და მათ სერიულ წარმოებაში გაშვებაზე. კონსტრუქტორების მიერ გამოიყენება შემდეგი საკონსტრუქტორო პროგრამები: CAD/CAM/CAE design process, CATIA v5, Nastran, Patran და სხვა თანამედროვე პროგრამები.

„თამ“ მუდმივად აახლებს თავის საწარმოო საშუალებებს ახალი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. ამ მიზნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საწარმომ შეიძინა 5-კოორდინატიანი პროგრამული სახარატო და საფრეზი ჩარხები. „თამ“ ასევე უწყვეტად ახორციელებს არსებული მანქანა-დანადგარების მოდერნიზაციას. საწარმოში მოქმედებს წყლის წნევით საჭრელი თანამედროვე ჩარხები, რომლებიც ფოლადისა და სხვა ლითონების ჭრის,ფორმირების, გრავირების და  ბურღვის მიზნით გამოიყენება.

დღესდღეობით, საწარმოს გააჩნია ყველა შესაძლებლობა ახალი პროდუქტების და დეტალების ასათვისებლად, დასამზადებლად და მათ სერიულ წარმოებაში გასაშვებად.