სერვისები
რემონტი

იაკ-52 ტიპის თვითმფრინავი
იაკ-52 ტიპის თვითმფრინავის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია
გაიგე მეტი
„ჰაერი–ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტები R-60 და R-73
„ჰაერი–ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტები R-60 და R-73
გაიგე მეტი
„მი“ ტიპის ვერტმფრენები (მოდიფიკაციები მი-8, მი-17, მი-24)
„მი“ ტიპის ვერტმფრენები (მოდიფიკაციები მი-8, მი-17, მი-24)
გაიგე მეტი
მიგ–21 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი
(მოდიფიკაციები მიგ-21უ, მიგ-21უს, მიგ-21უმ)
გაიგე მეტი
სუ–25ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი
(მოდიფიკაციები სუ-25კ, სუ–25უბ, სუ–25კმ)
გაიგე მეტიტექნიკური შესაძლებლობები
თამ“-ში არსებული საწარმოო შესაძლებლობების და მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის პირობებში, შესაძლებელია დაპროექტდეს, შემუშავდეს და დამზადდეს სხვადასხვა კონფიგურაციისა და სირთულის საფრენი აპარატების დეტალები და კომპონენტები. „თამ“-ს გააჩნია:
- მაღალკვალიფიციური მუშახელი და მაღალორგანიზებული საწარმოო პროცესები;
- მნიშვნელოვანი მიღწევები თვითმფრინავმშენებლობის დარგში;
- ეფექტური ორგანიზაცია;
- უდიდესი გამოცდილება;
- შესაბამისი ტექნოლოგიური რესურსები და უნარ-ჩვევები.
„თამ“-ისსაწარმოო და სამუშაო პროცესები განაწილებულია შესაბამის ფუნქციურ საწარმოებში და სამსახურებში. ესენია:
- მეტალურგიული საწარმო;
- ფურცლოვანი ლითონის დამამუშავებელი საწარმო;
- ნამზადებისა და ტვიფრების საწარმო;
- მექანიკური დამუშავების საწარმოდა სპეც. ნაკეთობების საწარმო;
- საამწყობო-სარემონტო საწარმო;
- გალვანური დაფარვის საწარმო;
- საფრენ-საგამოცდო საწარმო;
- სპეცაღჭურვილობისა და ინსტრუმენტების საწარმო;
- საკონსტრუქტორო ბიურო;
- კომპოზიტური მასალების დამზადების საწარმო;
- ლაბორატორიები
- ხარისხის კონტროლის სამსახურები.
საწარმოს უნიკალური ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შესაძლებლობას იძლევა, დამზადდეს სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სირთულის სამხედრო და სამოქალაქო პროდუქცია. „თამ“-ის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი საწარმოში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშახელია. „თამ“-ის ტექნოლოგიები მოიცავს:
- მექანიკური დამუშავებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარები (5-კოორდინატიანი სახარატო და საფრეზი პროგრამული ჩარხები);
- ტიტანის კონსტრუქციების დამზადება;
- ფოლადის, ალუმინის და რკინის შენადნობების ჩამოსხმა;
- ფოლადის და ალუმინის შენადნობების ჭედვა;
- ალუმინის შენადნობების შტამპვა;
- დეტალების ცივი გამოტვიფვრა;
- სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების მოქლონვა;
- ფოლადის, უჟანგავი ფოლადის, სპილენძის და ალუმინის შენადნობების სხვადასხვა ტიპის შედუღება;
- სხვადასხვა დეტალის შეწებება;
- რეზინის და პლასტიკური დეტალების დამზადება სხვადასხვა მეთოდით;
- კომპოზიტური მასალების დამზადება: სველი მეთოდით დაწებება-გამაგრება, ნახშირბადიანი პრეპრეგით გამაგრება, ვაკუუმური მეთოდით ფორმირება, საშრობი კამერა;
- დეტალების დამზადება მინაქსოვილიდან;
- ალუმინის შენადნობების, სტრუქტურული და კოროზიამედეგი შენადნობების, ქიმიური და ქიმიურ-თერმული პროცესების თერმული დამუშავება;
- ყველა ტიპის ზედაპირული დაფარვა;
- არამღვრევი ტიპის კონტროლი;
- თვითმფრინავის საბოლოო აწყობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაცია ხორციელდება მაღალკვალიფიციური მუშახელისა და ინჟინრების მიერ. დღესდღეობით საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული.
„თამ“-ში არსებობს ძლიერი საკონსტრუქტორო-საინჟინრო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო არსებული პროდუქციის მოდერნიზაციას და ტექნიკურ მხარდაჭერას, არამედ მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქციის შექმნასა და მათ სერიულ წარმოებაში გაშვებაზე. კონსტრუქტორების მიერ გამოიყენება შემდეგი საკონსტრუქტორო პროგრამები: CAD/CAM/CAE design process, CATIA v5, Nastran, Patran და სხვა თანამედროვე პროგრამები.
„თამ“ მუდმივად აახლებს თავის საწარმოო საშუალებებს ახალი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. ამ მიზნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საწარმომ შეიძინა 5-კოორდინატიანი პროგრამული სახარატო და საფრეზი ჩარხები. „თამ“ ასევე უწყვეტად ახორციელებს არსებული მანქანა-დანადგარების მოდერნიზაციას. საწარმოში მოქმედებს წყლის წნევით საჭრელი თანამედროვე ჩარხები, რომლებიც ფოლადისა და სხვა ლითონების ჭრის,ფორმირების, გრავირების და ბურღვის მიზნით გამოიყენება.
დღესდღეობით, საწარმოს გააჩნია ყველა შესაძლებლობა ახალი პროდუქტების და დეტალების ასათვისებლად, დასამზადებლად და მათ სერიულ წარმოებაში გასაშვებად.
წარმოების მოცულობა
- დეტალების დამუშავება პროგრამული მართვის ჩარხებზე.
- ღარვის ოპერაციები პროგრამული მართვის ჩარხებზე. შესაძლებელია შესრულდეს დეტალები ზომებით 7600x1800x800-მდე.
- სახარატო ოპერაციები ვერტიკალურ სახარატო პროგრამული მართვის ჩარხზე ზომებით დიამეტრი 3200 მმ-მდე, სიმაღლით 1000 მმ-მდე.
- შიდა და გარე ერთი და მრავალმუხლიანი სხვადასხვა ცილინდრული და კონუსური კუთხვილების გაწმენდა სალესი ჩარხით 5К822В
- სახარატო ოპერაციები პროგრამული მართვის ჩარხზე ზომებით ф1200-მდე სიგრძით 6000-მდე.
- ღრმად ბურღვის ოპერაციები: შესაძლებელია დიამეტრით 200 მმ და სიგრძით 2000 მმ სიგრძის ცილინდრების დამზადება.
- სხვადასხვა სირთულის დეტალების დამუშავება ვარდებადი უროთი. გაბარიტები – 1250х1250 , S- 3 მმ
- ფურცლოვანი მასალის დამუშავების მიზნით საწარმო იყენებს სხვადასხვა მანქანა-დანადგარებს, როგორებიცაა საჭრელი ფირფიტები (SHEAR CNC HVR 3100X6MM) და ფურცელსაღუნი ჩარხები POWER-BEND 3100X200 L -3000 მმ, S-10 მმ-მდე
- Siempelkamp”- 650х1600х3 h~150 მმ
- “Коломна” – 650х2600х3 h~100 მმ
- საწვავის სისტემა
- დაზეთვის სისტემა
- ჟანგბადის სისტემა
- პნევმატური სისტემა
- ჰიდრავლიკური სისტემა
- ჰაერის კონდიცირების სისტემა
თერმული დამუშავება | ||
დისპერსიული გამყარება | СШ3 ღუმელი | Ф400-1800, 1300X800 |
მოწვა | СНО ღუმელი | 1500x800x400 |
წრთობა | СНО ღუმელი | 1300×800 |
დაყოვნება | СШ3 ღუმელი | Ф1050X350 |
ფოლადის დანახშირბადიანება | СНО ღუმელი | 1100×650 |
დაფარვა | ||
გოგირდის მჟავა | ავზი | 1400×600 |
AL კონვერსიული დაფარვა | ავზი | 1400×600 |
მყარი ანოდირება | ავზი | 1000×400 |
მოქრომვა | ავზი | 1500×600 |
ნიკელირება | ავზი | 1000×700 |
Cu დაფარვა | ავზი | 400×400 |
მოკადმიუმება | ავზი | 1000×600 |
Zn დაფარვა | ავზი | 1000×700 |
Ag დაფარვა | ავზი | 300×200 |
უჟანგავი ფოლადის პასივაცია | ავზი | 100×500 |
დნობა, ჩამოსხმა | ||
ალუმინი | ღუმელი | 250 კგ |
რკინა | ღუმელი IST 0.4 | 230 კგ |
ცხელი ფორმირება | ||
ალუმინის და რკინის შენადნობები | ღუმელი | 400X600—-20 კგ |
ვაკუუმური ჩამოსხმა | ღუმელი VS1000 | Al- 3 კგ; Cu- 10 კგ |
შედუღება | ||
MIG | Kempact 2530 | 300A |
ХМС 400 | 300A | |
TIG | ВСВУ-315 | 350A |
Thyrinetal 200 | 300A | |
Dinasty 300DX | 300A | |
MMA | Marc -500 | 500А |
Deka | 600А | |
ИСВУ-315 | 350А | |
რკალური შედუღება | МТН 1001 ухл4 | 600А |
МТ1928ухл4 | 328А |
საწარმოში მზადდება სხვადასხვა დეტალები ნახშირბადის ბოჭკოს კომპოზიციური პლასტიკატის/ბოჭკოვანი მინის მასალებისგან ფიჭური შემავსებელის გამოყენებით. | |||
|
|||
დეტალების დამზადება მინაქსოვილის მასალით. | |||
კარაკასების დამზადება კომპოზიციური მასალებისაგან. | |||
|
|||
რეზინის პროდუქციის დამზადება | პრესი | 212 ტონა—580X580 |
260 ტონა—780X780 | ||
400 ტონა—580X580 | ||
რეზინის საწვავის ავზების დამზადება | ავტოკლავი | სუ-25უბ, მიგ-21 და მიგ-21უმ თვითმფრინავის საწვავის ავზები |
პლასმასის ნაწილების დამზადება | Kyas-105 თერმოპლასტიკური დანადგარი | 60 გრ |